სკოლაში მიღება
სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის მომართვის საფუძველზე. მოსწავლის სკოლაში მიღება არის ორმხრივი პროცესი. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვამდე მშობელი ეცნობა ხელშეკრულებას, ასევე სკოლის შინაგანაწესს და ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას სკოლის საგანმანათლებლო, იურიდიულ, დისციპლინარულ თუ სხვა პირობებზე.
I-IV კლასები:
მოსამზადებელ ჯგუფში და დაწყებითი განათლების პირველ ოთხ კლასში მოსწავლეთა მიღება წარმოებს დირექციასთან გასაუბრების და სკოლაში მოსწავლის საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. გასაუბრების შემდეგ მშობელს ეცნობება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ან გაიცემა სათანადო რეკომენდაცია.
მოსამზადებელ ჯგუფში და პირველ კლასში წარმოსადგენი საბუთებია:
-
მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საქართველოს მოქალაქისთვის სავალდებულოა პირადი ნომრის წარმოდგენა);
-
მოსწავლის 2 ფოტოსურათი (3X4);
-
მშობლების პირადობის მოწმობების ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია;
-
მშობლის განცხადება დირექტორის სახელზე ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
-
სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება.
VI-XI კლასში გადმოსვლის შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია გაიაროს ტესტირება შემდეგ საგნებში:
-
ქართული,
-
მათემატიკა,
-
რუსული,
-
ინგლისური.