აკადემიური დირექტორი
თამარმა დაამთავრა აკად. ი. ვეკუას სახელობის # 42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით. 2004 წლიდან თამარი მოქმედი პედაგოგია. იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2012 წლიდან თანამშრომლობდა მასწავლებლის სახლთან VII-XII კლასების მათემატიკის მასწავლებლების ტრენერის პოზიციაზე; იყო ფინანსური მათემატიკის ტრენერი; 2020 წლიდან თამარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იკავებდა მათემატიკის საგნობრივი ექსპერტის თანამდებობას; არის მათემატიკის რამდენიმე სახელმძღვანელოს რეცენზენტი; ფინანსური მათემატიკის საავტორო კურსის ავტორი. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის თეორიის კათედრაზე. თამარი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების თანამონაწილეა. ამჟამად არის მიწვეული პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.