ფილოსოფია
მეოჯახე, ზრდილი, ბედნიერი, წარმატებული, ჯანმრთელი, განათლებული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებელი ადამიანის აღზრდა ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული და ქართული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების საფუძველზე, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებებისა და ტრადიციული სარწმუნოებების წარმომადგენელთა სრული პატივისცემის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვით.
შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელის“ გრძელვადიანი (2030 წ.) ხედვის შესაბამისად,
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს საყრდენი თავიანთი წესიერებით, ერთგული ოჯახიშვილობით, არჩეული პროფესიის უზადო ცოდნითა და ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელი პატრიოტიზმით.
ამისათვის მათ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოში ეძლევათ უზადო განათლება, ფიზიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მრავალწლიანი წრთვნა და უნარ-ჩვევები, ყოფითი შრომის ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებების ღრმა ცოდნა და ჩვენი სარწმუნოებრივი ტრადიციების მონაწილედ ცხოვრების უნიკალური საშუალება.
არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით სასწავლებელში ყალიბდება უნიკალური პროგრამა.ეს პროგრამა მოსწავლესაღჭურავს ზოგადსაკაცობრიო და ფუნდამენტალური ცოდნით, გახდის მას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო შრომისა და განათლების სისტემაში და, ამავე დროს, ჩაუყრის საფუძველს მისი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.
სასწავლებელი საქმიანობას წარმართავს შემდეგი ღირებულებებით:
საჯაროობა: სკოლის სასწავლო პროგრამა და აღსაზრდელების ყოველმხრივი განვითარებისათვის აუცილებელი შრომითი, სპორტული და ზნეობრივი აღზრდის პრინციპები არის საჯარო ხასიათისა და ადვილად ხელმისაწვდომი სკოლაში ბავშვების აღრდის მსურველ მშობელთათვის.
ობიექტურობა: სკოლაში განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს.
გუნდურობა: სწავლაშიც, სპორტშიც, შრომაშიც და ზნეობრივ აღზრდაშიც ჩვენი სკოლის გარემო არის ერთობლივი და მისი აღსაზრდელები ბავშვობიდან ეჩვევიან საზოგადოებისა და გუნდის პასუხისმგებელ ნაწილად ცხოვრების ფსიქოლოგიას.