ექიმის კაბინეტი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში განთავსებულია სკოლის ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია სამედიცინო დახმარების ყველა საჭირო ინვენტარით.

ექიმის კაბინეტის არსებობას სასწავლებელში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სკოლის ქალაქგარეთ მდებარეობის გათვალისწინებით. ბავშვებს სისტემატურად უტარდებათ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება.

 

სკოლის ექიმი უზრუნველყოფს სკოლაში სამედიცინო კუთხით არსებული ყველა ამოცანის გამართულ და წარმატებულ  შესრულებას, ასევე ხელმძღვანელობს სკოლის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული  პროცესის დაცვას. 

სკოლის ექიმია: ბ-ნი მალხაზ სანადირაძე; ექთანი: ქ-ნი ნინო ხომასურიძე.

დაინტერესებულ მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სასწავლებლის ექიმს სამედიცინო კონსულტაციის მისაღებად.