მთავარი
მომსახურება
სასადილო
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში მოსწავლეთა კვებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია დილის საუზმე, სადილი და საღამოს სამხარი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასადილოში, მოსწავლეები ჯანსაღი საკვებით არიან უზრუნველყოფილი. ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან. შრომით საქმიანობაზე მოსწავლეები თავადაც არიან ჩართულნი პროდუქტის დამზადების პროცესში, შესაბამისად, მენიუში მათ მიერ შექმნილი ნაწარმიცაა (თონის პური, სხვადასხვა ცომეული ნაწარმი, ყველი, იოგურტი, სხვა).
სამზარეულოსა და სასადილოში დაცულია ყველა საერთაშორისო ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმა. მენიუ შედგენილია ექიმ-დიეტოლოგების მიერ და მუდმივად აკონტროლებს სასწავლებლის ექიმი.