სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიმართულება

 

მოზარდისთვის პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების და საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებში მათი ჩართულობის მიზნით, სასწავლებელში დაარსდა შრომითი საქმიანობის მიმართულება, რომელსაც სხვაგვარად სასიცოცხლო უნარ-ჩვევების პროგრამა ეწოდება. პურის და ცომეული პროდუქტის გამოცხობა თონესა და ღუმელში, რძის ნაწარმის დამზადება, მებაღეობა, მევენახეობა, სკოლის გარე და შიდა ტერიტორიის, ეკლესიის დალაგება, საეკლესიო ნაწარმის (სეფისკვერის, სანთლის) დამზადება, სასკოლო ავტობუსების, სამზარეულოს მოწესრიგება, ფერმერობა და სხვა საქმიანობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას აქტიურ მონაწილეობა მიიღონ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

 

ყოველდღიურად შრომით საქმიანობაში მონაწილეობს თორმეტამდე გუნდი, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა კლასებიდან არიან გაერთიანებულნი და უფროსი ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ განრიგით გათვალისწინებულ სამუშაოს. თითოეული აქტივობის გამართული შესრულებისთვის სკოლა გამოყოფს სათანადო ინვენტარს, შესაბამის ტანისამოსს და ადგენს უსაფრთხოების სათანადო წესებს.

 

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანამად, სასწავლებლის შრომით საქმიანობაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათი მშობლები და ახლობლები. წინასწარ განსაზღვრული განრიგის თანახმად, თითოეული მოსწავლის მშობელს (ნათესავს, ოჯახის ახლობელს) მოეთხოვება თვეში ერთხელ ესტუმროს სკოლას შვილის გუნდთან ერთად იმ დღეს დაგეგმილ აქტივობაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

შრომით საქმიანობას სკოლაში ხელმძღვანელობს: ქ-ნი თინა ქვრივიშვილი.

სხვა სასწავლო პროგრამები

აკადემიური განათლება

აკადემიური განათლება

სასწავლო-აკადემიური მიმართულების მიზანია - არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით ჩამოაყალიბოს უნიკალური პროგრამა.

გაიგე მეტი
სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სასწავლებელში სასულიერო დარგის  არსებობა ემსახურება მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ,შემოქმედებით, ჯანსაღ განვითარებასა და სრულყოფას. 

გაიგე მეტი
დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

გაიგე მეტი