სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სასწავლებელში სასულიერო დარგის არსებობა ემსახურება მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით, ჯანსაღ განვითარებასა და სრულყოფას. 
სასულიერო ბლოკის მთავარი მიზანია როგორც მოსწავლის ინფორმირებულობა მართლმადიდებლის შესახებ, ასევე მოძღვრის ხელმძღვანელობით მოსწავლის რწმენაში მოყვანა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულში გაზრდა. სკოლაში ისწავლება საღვთო რჯული, რელიგიის ისტორია, ქართული მრავალხმიანი გალობა.
მოძღვრის ხელმძღვანელობით, მოსწავლე ჩართულია სასულიერო პროცესში, რაც გულისხმობს: მოძღვრის დახმარებას მსახურების დროს, სეფისკვერების ცხობას, აღსარების ჩაბარებას, წმინდა ზიარების მიღებას. 
სასწავლებლის განუყოფელი მთლიანობის შემადგენელი ნაწილია კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობის ტაძარი. 
ტაძარში არის წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ორი ეკვდერი. 
სკოლაში მოღვაწეობს ორი მოძღვარი: სასულიერო მიმართულების ხელმძღვანელი - მამა ლუკა (სუპატაშვილი);  წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მამა ანდრია (ჯაღმაიძე).

სხვა სასწავლო პროგრამები

აკადემიური განათლება

აკადემიური განათლება

სასწავლო-აკადემიური მიმართულების მიზანია - არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით ჩამოაყალიბოს უნიკალური პროგრამა.

გაიგე მეტი
სპორტი

სპორტი

სასწავლებლის ხედვა მიზნად ისახავს მოზარდის ფიზიკურ  გაჯანსღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

გაიგე მეტი
დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

გაიგე მეტი