აკადემიური განათლება

სასწავლო- აკადემიური მიმართულების მიზანია არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით ჩამოაყალიბოს უნიკალური პროგრამა. 

ეს პროგრამა მოსწავლეს აღჭურავს ზოგადსაკაცობრიო და ფუნდამენტალური ცოდნით, გახდის მას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო შრომისა და განათლების სისტემაში და, ამავე დროს, ჩაუყრის საფუძველს მისი ეროვნული ცნობიერების  ჩამოყალიბებას. 

აკადემიური განათლების მიმართულება ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს დაეროვნულ სასწავლო გეგმას. სწავლება მიმდინარეობს როგორც გრიფირებული 

სახელმძღვანელოებით, ასევე დამატებითი აუდიო, ვიდეო მასალებითა და ლიტერატურით. სტანდარტს ზემოთ სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ინტენსიური და გაღრმავებული სწავლების კურსს. 

 

დღის მეორე ნახევარში სკოლაში სრულდება საშინაო დავალებები და საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი ინდივიდუალური მეცადინეობა. შეფასების სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მოსწავლის ცოდნის დონე, მიღწევა და ჩამორჩენა, დაადგინოს მიზეზი და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

მშობლების მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობის და შვილის მოსწრების შესახებ მუდმივი ინფორმირებულობის მიზნით სკოლას აქვს ელექტრონული ჟურნალი.

აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელები არიან: 

-ნი სალომე ჩხეიძე და ნინო გვილავა

სხვა სასწავლო პროგრამები

სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება

სასწავლებელში სასულიერო დარგის  არსებობა ემსახურება მოსწავლეთა სულიერ, ინტელექტუალურ,შემოქმედებით, ჯანსაღ განვითარებასა და სრულყოფას. 

გაიგე მეტი
სპორტი

სპორტი

სასწავლებლის ხედვა მიზნად ისახავს მოზარდის ფიზიკურ  გაჯანსღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

გაიგე მეტი
დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისია

გაიგე მეტი
საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისია

გაიგე მეტი