ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს სკოლა?

სკოლა მდებარეობს დაბა კიკეთში.

რამდენი მოსწავლეა კლასში?

კლასში მაქსიმუმ 16 მოსწავლეა.

როგორ ხდება სკოლაში მოსწავლეთა მიღება?

ფრესქულში და დაწყებითი განათლების პირველ ხუთ კლასში მოსწავლეთა მიღება წარმოებს დირექციასთან გასაუბრების და სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის, ხოლო VI-XI კლასებში ტესტირების საფუძველზე.

რას მოიცავს სწავლის გადასახადი?

სწავლის გადასახადი მოიცავს: სასწავლო პროგრამას, საშინაო დავალებების სკოლაში მომზადებას, კვებას ყველა საფეხურზე, ტრანსპორტირებას, სპორტულ აქტივობებს.

როგორ ნაწილდება გადასახადი?

გადასახადი ნაწილდება ორ ეტაპად: აკადემიური სასწავლო წლის დაწყებამდე, მეორე ნახევარი კი-მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გაქვთ თუ არა სკოლამდელი აღზრდის პროგრამა (ფრესქული) და რომელი წლიდან მიიღებიან მოსწავლეები?

დიახ, გვაქვს. ფრესქულში მიიღებიან 5 წლის ასაკიდან.

როგორ დავარეგისტრირო მოსწავლე

გთხოვთ მოსწავლის მიღების აპლიკაციის ფორმა შეავსოთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/WzA7w4yYzxQTXQeZA